გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ “თაიმერს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მთელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაშისტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრას ცდილობენ
შემდეგი სტატიადედა მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხარ ! მე ვამაყობ შენით!