გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ბრალდებულ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელს – თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!
შემდეგი სტატია“დიდი ტრაგედია” – აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პატივი მიაგეს