გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

banner
წინა სტატიაშიბათუმის არეულობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“არის სერიოზული პროცედურული დარღვევები,” – ნიკა მაჭუტაძე მიხეილ თათარიშვილის დაკავებაზე საუბრობს