გუდაური-კობის მონაკვეთზე 23 დეკემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონიდან გამომდინარე, 23 დეკემბრამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იქნება აკრძალული – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მოხსნისთანავე გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.

დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, უკვე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

banner
წინა სტატიაში“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ხვალ პრეზიდენტს შეხვდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია