გუდაური-კობის მონაკვეთზე 18:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ზვავსაშიშროებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. “რის გამოც 25 თებერვლის მსგავსად, აღნიშნულ მონაკვეთზე 26 თებერვლის დღის 14:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია: ანა დოლიძე პოლიტიკური სიმპათიებისგან დაცლილია
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: ელისო ჩაფიძე ცდილობს ამ პროცესებით თავისი პოლიტიკური დივიდენდები დაიგროვოს