6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გუდაური–კობის გზის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

,,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები პაკისტანში გაიმართება
შემდეგი სტატიაპროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს