უპატრონობის გამო ახლახან სრულად ჩამონგრეულა გუდალეთის ეკლესიის (მე-13/14 სს) შუა საუკუნეების გალავნის ერთი ავარიული, სარესტავრაციო გოდოლი, ანუ კოშკი.
იხილეთ ფოტოები: პირველი ფოტო – მარტი, 2025 წ. და შესადარებლად წინა წლების ფოტოები (2016, 2022). ეკლესია იყო ნახევრად დანგრეული და კონსერვაცია ჰქონდა ჩატარებული გვიან საბჭოთა პერიოდში ძეგლთა დაცვის უწყების მიერ, ამ ბოლო წლებში ეპარქიის თხოვნით ძეგლთა დაცვის სააგენტომ სრულად აღადგინა ეკლესია, სამაგიეროდ ავარიულ გალავანს არ მიაშველეს ხელი, ხოდა შედეგიც დადგა: ჩამოინგრა.არადა იმეკლესიის აღდგენაზე მეტად სასწრაფო იყო გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია, რადგან იყო ნგრევის ცხადი საფრთხე. ასე ხდება, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო ვერ არჩევს რა არის გადაუდებელი და პირველადი ძეგლთა დაცვაში და რა მეორადი, რომელიც მოიცდის და არაფერი დაშავდება ძეგლის გადარჩენის მიმართულებით. მაგრამ, აბა რელიგიური ორგანიზაციის ხუშტურებს ვინღა დააკმაყიფილებს მერე …
ფოტოს ავტორი და ინფორმაციის წყარო: Vagif Otxmoci Tatari Mamedov

















