გუბერნატორი – რუსები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქი იბომბება

რუსი სამხედროები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქი არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იბომბება, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულია სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე სამართალდამცავი.

„რუსები უახლოვდებიან ლისიჩანსკს, იკიდებენ ფეხს მიმდებარე დასახლებებში. ქალაქს არტილერიიდან, ტანკებიდან და ავიაციიდან ბომბავენ. სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე გვყავს დაშავებული, დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“, – წერს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს… პოლიტიკური გაერთიანების დროა
შემდეგი სტატია34 230 ჯარისკაცი, 1 496 ტანკი, 3 614 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი