გუბერნატორი – ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს, დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე

სევეროდონეცკში მტრის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, რუსული ჯარები რეგიონულ ცენტრს ქაოტურად და თითქმის განუწყვეტლივ ბომბავენ.

„სევეროდონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში. მაშველებმა ადგილზე ორი მამაკაცის და ერთი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ქალი. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საოპერაციო მაგიდაზე გადაიცვალა“, – აცხადებს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიკულება – ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი
შემდეგი სტატიააფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა