გუბაზ სანკიძე: არის რამოდენიმე დაჯგუფება ქვეყნის გარეთ, რომლის ინტერესშიც ალბათ არ შედის საქართველოში სტაბილური ვითარება

„ეროვნულ ფორუმს“ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ საქართველოს უფრო მეტი ყურადღება ჭირდება უსაფრთხიებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გუბაზ სანკიძემ საქართველოში ტერაქტის აღკვეთის თემის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, ვის ინტერესებში შეიძლება, ეს ფაქტი შედიდოეს, სანიკიძემ აღნიშნა, რომ არის რამოდენიმე დაჯგუფება ქვეყნის გარეთ, ვის ინტერესშიც ალბათ არ შედის საქართველოში სტაბილური ვითარება.

„შეიძლება, ვარიანტი ბევრი გვქონდეს, ბევრი ვიგულისხმოთ, თუმცა ფაქტი ერთია – ჩვენ მეტი ყურადღება გვჭირდება უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით, არის სერიოზული მიმართულებები განსავითარებელი, უფრო ენერგიულად უნდა მუშაობდეს ქართული დიპლომატია, უფრო დინამიურად უნდა მუშაობდნენ ქართული სპეცსამსახურები. აუცილებელია სპეცსამსახურების ურთიერთობები ჩვენი მეზობელი ქვეთყნების სპეცსამსახურებთან. სამწუხაროდ პროგნოზები მაინცდამაინც დამაიმედებელი არ არის რეგიონში განვითარებულ ვითარებასთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენი მეტი ყურადღება დაგვჭირდება, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ“,-აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“მობრძანდით, მოგნათლავთ ყველას” – ბურჭულაძე კილაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება ახალქალაქში – პრემიერმა წარდგენის ღონისძიება დატოვა