გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია, „დემოკრატიული მოძარობა“ დატოვა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მათ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს გარეშე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის კონფიგურაციის ცვლილებაზე საუბარი შეუძლებელია
შემდეგი სტატიახაშურში ქალი მოკლეს