გუბაზ სანიკიძემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სანიკიძის თქმით, პარტიიდან მიდის, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში რჩება და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შესაბამის კონსულტაციებს გამართავს.

„ქვეყანაში უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწიეს იმას, რაც სურდათ. ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული ხარვეზები დაუშვა. გადაფასებები უნდა მოხდეს. ოპოზიციურ სპექტრში საინტერესო პროცესები დაიწყო. დღეს ვიღებ გადაწყვეტილებას, დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ქართულ პოლიტიკას ვტოვებ, პირიქით ვრჩები“, – განაცხადა გუბაზ სანიკძემ.

მისივე თქმით, სერიოზული პირადი მოტივაცია გააჩნია და აპირებს, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას ხელი შეუწყოს.

„მაქვს ძალიან სერიოზული პირადი მოტივაცია. ვთვლი, რომ ქვეყანას სერიოზული გამოწვევები აქვს. მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღო. საკითხების გადახალისებას გარკვეული დრო სჭირდება. დიდი ოპოზიციური გაერთიანებების ჩამოყალიბებას ხელს შევუწყობ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ემხრობა