გუბაზ სანიკიძე: პროცესები გადავა ქუჩაში

,,ეროვნული ფორუმის” ყოფილი ლიდერის გუბაზ სანიკიძის თქმით, ჩანს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთი ფრთა და ,,ქართული ოცნება” გარიგდა. როგორც მან გადაცემა ,,პრიორიტეტში” საუბრისას განაცხადა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, რომ პროცესები გადავა ქუჩაში.საქართველო არ არის ბნელი საკუჭნაო , ის ვერ გაუძლებს ასეტ პროცესებს,-აცხადებს ეროვნული ფორუმის ყოფილი ლიდერი გუბაზ სანიკიძე. მისივე განცხადებით ,,ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აჩენს რეალურ პარალელს.ეს ყველაფერი ხელისუფლების საწინაარმდეგოდ იმოქმედებს. სანიკიძის თქმით, ხშირად საუბრობენ , რომ ქვეყანა თურქმენიზაციის გზას ადგას, თუმცა პოლიტიკოსის აზრით ქვეყანა უკვე ჩრდილო კორეას დაემსგავსა.

https://youtu.be/sVDjB6gjYqw

banner
წინა სტატიაშიოდესაში სააკაშვილის ნაცვლად 26 წლის ქალბატონი გუბერნატორობს
შემდეგი სტატიატუბერკულოზით დაავადებულთათვის $12 მილიონიანი პროგრამა იწყება