გუბაზ სანიკიძე: ფორუმი არჩევნებში ცალკე გავა

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!კოალიცია “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი სუბიექტი აკლდება. ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე “კურიერთან” საუბრის დროს ადასტურებს, რომ ისინი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

სანიკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია როდის დატოვებს ეროვნული ფორუმი კოალიციას, მისი მტკიცებით გუნდი გადაწყვეტილებას 3 აპრილს ჩანიშნულ ყრულობაზე მიიღებს.

სანიკიძის თქმით, თუ ფორუმმა კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილება ახლავე მიიღო, შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური უმრავლესობის კუთხით პრობლემები შეექმნას.

“რესპუბლიკელებმა” და ოცნებამ დაგვასწრეს გადაწყვეტილების მიიღება, ჩვენი ყრილობის დღისწესრიგი შეიცვლება. უცხადესია რომ ფორუმი არჩევნებში ცალკე გავა. მთავარ კითხვა და აქცენტი დარჩა დავრჩებით თუ არა კოალიციაში. თუ არ დავრჩებით კოალიციაში შესაბამისად აღარ დავრჩებით უმრავლესობაში,”- აცხადებს გუბაზ სანიკიძე

banner
წინა სტატიაშიპარიზში მოროკოს საელჩოსთან ორი ღორის თავი მიაჭედეს
შემდეგი სტატიამესხის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი უცნობია – უცნობია ზარალის ოდენობაც