ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს გამოიკითხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სანიკიძე 18:00 საათზე მივა. არსებული ინფორმაციით საქმე ეხება რიგი პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე.
დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ მსგავსი შინაარსის
განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. სუს-მა გამოკითხვაზე დაბარა როგორც გუბაზ სანიკიძე, ისე თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.
















