გუბაზ სანიკიძე – ჩემი მოსაზრებები დაახლოებულია სააკაშვილის აზრთან, რომ უნდა შეიქმნას დიდი ზეპარტიული მოძრაობა, პოლიტიკური ბანაკი

მე რამდენადაც გავიგე ეს არის პოლიტიკური ბანაკის შექმნის სურვილი, სადაც გარდა პოლიტიკური პარტიებისა, იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული პიროვნებები, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს იმ შტაბში გაერთიანებას, რომლის შექმნასაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე აპირებს.

„ამ ბანაკის მიზანი უნდა იყოს არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მოსაზრებები, სხვათა შორის, ძალიან დაახლოებულია ამ აზრთან, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როდესაც მე მას კიევში შევხვდი, რაღაც მაგგვარზე გვქონდა საუბარი, რომ უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა – პოლიტიკური ბანაკი“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გუბაზ სანიკიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.

„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძესა და „ქართულ ოცნებას“თებერვლის ბოლომდე აქვს დრო, რომ გონს მოეგოს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა – ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი შეკრებილია და მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობაც“