გუბაზ სანიკიძე: 6 წელი პროკურორს ხმას ვერავინ გასცემს უბატონოდ

შეიძლება ისეთი რაღაცეები მოხდეს, რომ დენი საერთოდ აღარ იყოს საქართევლოში

“ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. როგორც პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, მთავარი პროკურორის საქმიანობა გათვლილი უნდა იყოს პროკურატურის რეფორმაზე.
,,პროკურატურის მნიშვნელობა ქევყანაში ძალიან დიდია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. პროკურორი ირჩევა პარლამენტის მიერ და ეს გარკვეული ვადით ხდება. ირაკლი შოთაძის პერსონა 9 წლიან სისხლიან მმართველობასთან რა კავშირშია ვერ ამოვხსენი. ოპოზიცია კი, კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო.
პროკურატურა ყოველთვის იყო მმართველი გუნდის დანამატი. პარლამენტის მიერ პროკურორის არჩევა ძირფესვიანად ცვლის ვითარებას და რაც პერსონალის განხილვას ახლავს, ეს მნიშვნელოვანია. 6 წელი პროკურორს ხმას ვერავინ გასცემს უბატონოდ და თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია. ირაკლის დიდი ხანია არ ვიცნობ, თუმცა საფუძველი მაქვს იმისა, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა ცვლილებები უნდა განახორციელოს და მისი ახალგაზრდული ასაკი მომგებიანია. მისი საქმიანობა გათვლილი უნდა იყოს პროკურატურის რეფორმაზე.
პროკურაურას ტანჯავს კვალიფიციური კადრების სიმცირე. ბატონო ირაკლი, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ 6 წლის თავზე კვალიფიციური პროკურორები გვყავდეს. თქვენ შეგიძლიათ პარლამენტის იმედი გქონდეთ პროკურატურის რეფორმაში.
ქართულ სამართალს სერიოზული რეფორმა და სტიმული სჭირდება.
“ეროვნული ფორუმი” მხარს უჭერს შოთაძეს”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: ხანდახან ბესელიამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ
შემდეგი სტატიაპუტინი: თურქეთის არგუმენტი სუ-24-თან დაკავშირებით სისულელეა