წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
ამის შესახებ „თაიმერს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ქუთაისის სამაშველო სამსახურები არიან ჩართული.
„თაიმერის“ ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა 44 წლის მამაკაცის გადარჩენის შესახებ ამ ეტაპზე არ დასტურდება.













