Guardian: რუსეთი ასანჟის მოსკოვში ჩუმად გადაყვანას გეგმავდა

გაზეთმა Guardian ექსკლუზიური მასალა გაავრცელა ლონდონში რუსი დიპლომატების შეთქმულებაზე, რომლებიც ჯულიან ასანჟის ბრიტანეთიდან გაყვანას გეგმევდნენ. როგორც გაზეთი წერს, 2017 წელს დაიგეგმა ეკვადორის საელჩოდან WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გაყვანა, სადაც ის 2012 წლიდან აფარებს თავს. ის საელჩოდან დოპლომატიური ნომრების მქონე მანქანით უნდა გაეყვანათ. გაზეთის წყაროების ინფორმაციით, ასანჟი რუსეთში უნდა ჩაეყვანათ, სადაც მას აშშ-სთვის გადაცემა არ ემუქრებოდა. თუმცა, გეგმა, რომელიც გასული წლის შობას უნდა განხორციელებულიყო, საბოლოოდ ჩაიშალა ან გადაიდო, როგორც ძალიან სარისკო – “ბიბისი” წერს.

Guardian-ის ორი წყაროს ინფორმაციით, ასანჟსა და რუსულ საელჩოს შორის მოლაპარაკებებს ფიდელ ნარვეზი, ასანჟის უახლოესი მეგობარი აგვარებდა, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოში მუშაობდა. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ასანჟსა და მოსკოვს შორის შუამავალი სხვა იყო – უცნობი რუსი მეწარმე. განიხილებოდა, ასევე, ასანჟის სავაჭრო გემით გაყვანა ბრიტანეთიდან.

ნარვეზმა გაზეთის კორესპონდენტებთან საუბარში უარყო რაიმე ტიპის მოლაპარაკებები რუს დიპლომატებთან, ამასთანავე, ცნობილია, რომ ედუარდ სნოუდენის მოსკოვში წასვლის ორგანიზებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. ცნობილია, ასევე ისიც, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს ლონდონში სპეციალურად ჩავიდა ეკვადორის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რომი ვალხეო, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა ოპერაციისთვის, თუმცა, მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უარი თქვა მასში მონაწილეობაზე და ეკვადორში დაბრუნდა.

წყაროების ინფორმაციით, რომელსაც გაზეთი ეყრდნობა, ოპერაციის ჩაშლის მიზეზი გახდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ასანჟისთვის დიპლომატიური სტატუსის მინიჭება, რომელიც მას ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემდა.
WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა გამოძიებაში, რომელსაც ამერიკელი პროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს რუსეთის მიერ 2016 წლის აშშ-ს არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. დ რუსმა ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის სერვერები გატეხეს და 50 ათასზე მეტი დოკუმენტი გაიტაცეს წინასაარჩევნოდ, რომელიც შემდეგ WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. მიულერმა აღნიშნულ საქმეზე რუსეთის უშიშროების სამსახურის 13 თანამშრომელს წაუყენა ბრალი.
Guardian-ი წერს, რომ ეკვადორის საელჩომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარზე უარი თქვა. რუსეთის საელჩომ კი აღნიშნულ სტატიას “მორიგი დეზინფორმაცია” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში (ფოტოები)
შემდეგი სტატიაექსპერტების მხრიდან აგრესიული განწყობა კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს