გუაიდოს თქმით, ვენესუელაში შესაძლებელია აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო, ქვეყანაში კრიზისის მოგვარების მიზნით, მესამე ქვეყნიდან სამხედრო ჩარევისთვის პრინციში ღიაა – შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა 10 მაისს La Stampa-სთან ინტერვიუში გააკეთა – “დოიჩე ველე” წერს. “ამერიკელებს რომ შემოეთავაზებინათ სამხედო ინტერვენცია”, რომლის მიზანი ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნებოდა, “მე, სავარაუდოდ, ამას მივიღებდი” – თქვა გუაიდომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდეივანმა მაიკ პომპეომ 4 მაისს ვენესუელელი ხალხისადმი სპეციალური ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც მათ დაპირდა, რომ “თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის” ბრძოლაში მხარს დაუჭერს. მან თქვა, რომ შესაძლებელია სამხედრო ჩარევა მოხდეს აშშ-სგან, თუმცა, კარგი იქნებოდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მომხდარიყო.

banner
წინა სტატიაშიკიევმა ჰამბურგში რუსეთი სამხედრო გემების იმუნიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაგორში ძლიერი სეტყვა და წვიმაა