გუაიდო ამნისტიას დაპირდა ჯარისკაცებს, რომლებიც მადუროს განუდგებიან

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და თვითგამოცხადებულმა დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ ჯარისკაცებს, რომლებიც დემოკრატიას დაუჭერენ მხარს და ნიკოლას მადუროს განუდგებიან, ამნისტია დაპირდა. “ჩვენ გელოდებით, თქვენ, ვენესუელას ჯარისკაცებო. ჩვენ გელოდებით თქვენ და ველდებით კონსტიტუციისადმი თქვენს ერთგულებას” – “ამერიკის ხმა” პოლიტიკოსს ციტირებს.
ოპოზიციის ლიდერები ფურცლებს არიგებდნენ, სადაც პოლიციასა და თავდაცვაში ამნისტიის გეგმაზე იყო მოთხრობილი. ზოგიერთი მათგანი კი ყვიროდა: “მეგობარო ჯარისკაცო, ჩვენ მხოლოდ შენ გვაკლიხარ”. რამდენიმე ჯარისკაცმა ფურცლები დახია. თუმცა, ბევრი სამხედრო პირი ამბობს, რომ ისინი და მათი ოჯახები დაიღალნენ საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მწვავე დეფიციტისგან.

“არავინ აფასებს სუსტებს და ლაჩრებს. ამ მსოფლიოში პატივისცემით სარგებლობს მხოლოდ მამაცი ხელისუფლება” – ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა და თქვა, რომ თებერვალში დამატებითი სწავლებების ჩატარება სურს, რომელიც, მისი შეფასებით, “ვენესუელას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება”.

ადრე ევროპის ქვეყნებმა მარუდოს ულტიმატუმი წაუყენეს, სადაც ისინი რვა დღის მანძილზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ პირობა დადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აღიარებენ.
“მათ უკან უნდა წაიღონ ეს ულტიმატუმი. არავის შეუძლია ჩვენ ულტიმატუმები წამოგვიყენოს” – მარუდომ CNN Turk-თან ინტერვიუში თქვა.

Область прикрепленных файлов

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააპატიმრეს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძემ და მისმა რძალმა შს სამინისტროს შენობა დატოვეს