გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ, აქ დარჩებით იქამდე, სანამ ყველა შეკითხვას პასუხს არ გასცემთ – სამადაშვილი გვენეტაძეს

„ბიძინას დაქვემდებარებული ვიღაც საჯარო მოხელე კი არ ხართ, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს უნდა ემსახუროთ. ამასთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ, აქ დარჩებით იქამდე, სანამ ყველა ჩვენს შეკითხვას პასუხს არ გასცემთ,“-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა კობა გვენეტაძეს, რომელიც პარლამენტში იმყოფება.

ოპოზიციის წევრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა. კობა გვენეტაძის თქმით, ის მართებულად არ მიიჩნევს, “თიბისი” ბანკის საქმეზე ღია ფორმატში ისაუბროს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, დეპუტატების მხრიდან რეპლიკები და ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.

„ბატონო კობა, არ მესმის, თქვენ ვერ ხვდებით, სად იმყოფებით? იმყოფებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში და ესაუბრებით ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, გაერკვიონ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც თქვენს დაქვემდებარებში მყოფი უწყება და საჯარო და სახალხო ინტერესების წინაღმდეგ. ვალს კი ნუ გვადებთ, რომ აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, საჯაროდ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავზე,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიTBC ბანკის საქმე – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ
შემდეგი სტატიათეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს