“გთხოვთ, სიკვდილისთვის ნუ გამიმეტებთ”

31 წლის ნანა ნიკურაძეს მოტონეირონის დაავადება აქვს. იგი 5 წელია ამ ავადმყოფობით იტანჯება.

ნანას უჭირს ფეხზე დგომა, ლაპარაკი, ნერწყვისა და ლუკმის ჩაყლაპვა, წონაში კატასტროფულად იკლებს და ამჟამად მხოლოდ 38 კილოა.

ნანა ნიკურაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა სჭირდება, საშუალება კი არ აქვს, შესაბამისად დახმარებას საზოგადოებისგან ელის.

“დაავადება ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. ფული, რითაც ეს შემიძლია დავამარცხო, აღარ მაქვს. ამიტომ ვიჩოქებ ყველა ადამიანის წინაშე, ვითხოვ დახმარებას, რომ მაჩუქოთ სიცოცხლე. სამკურნალოდ საზღვარგარეთ მესაჭიროება გამგზავრება, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს არა აქვს. გთხოვთ, ამ მძიმე განსაცდელში, ნუ მიმატოვებთ. გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!”, – ამბობს ნანა ნიკურაძე.

ნანა ნიკურაძის დასახმარებლად ანგარიში „საქართველოს ბანკშია“ გახსნილი:

ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE83BG0000000601697300. მიმღები მარინა ზაქარიაძე.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკელები” ალაპარაკდნენ დღეს, თორემ, კოალიციის დაშლას დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ”
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში უცხოელებისთვის შესვლისა და გასვლის წესები იცვლება