გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები ჩემი ქმრის გასათავისუფლებლად – მედვედჩუკის მეუღლე ზელენსკის მიმართავს

უკრაინის ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.

ოქსანა მარჩენკო აცხადებს, რომ მის ქმარს არაფერი დაუშავებია და მას პოლიტიკური მიზეზების გამო დევნიან.

„გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ უკანონოდ დაკავებული ჩემი ქმრის გასათავისუფლებლად. ვიქტორ ვლადიმროვიჩმა არცერთი კანონი არ დაარღვია და არ დატოვა ქვეყანა. ის ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინაში მშვიდობას, დიალოგსა და ჰარმონიას. ეჭვგარეშეა, რომ ჩემს ქმარს პოლიტიკური მიზეზების გამო დევნიან. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა იყოს“, – განაცხადა მარჩენკომ.

შეგახსენებთ, 27 თებერვალს ღალატში ეჭვმიტანილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილის იგი უკრაინულმა მხარემ დააპატიმრა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ მხარეს მისი ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატოდან გამოვა – მარინ ლე პენი
შემდეგი სტატიამორგები სავსეა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით, გარკვეულ უბნებში გვამები ქუჩებში რჩება – დენისოვა