გთხოვთ, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ შვილებს – მალხაზ მაჩალიკაშვილი თანამოქალაქეებს მიმართავს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის აღებას ეხმაურება და თანამოქალაქეებს მიმართავს.

“პირველ რიგში, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს. მე მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილს, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი, კუთხეში მიმწყვდეული მხეცი, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც. ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც… ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალწელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი” – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს