გთხოვთ, გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს – მეუფე ზენონი პატრიარქს მიმართავს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული საქართველოს პატრიარქს მიმართავს და სთხოვს, “წინ აღუდგეს კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.“

მეუფე პატრიარქს ასევე სთხოვს, მხარდაჭერა გამოუცხადოს ქართველ ხალხს.

თქვენო უწმიდესობავ,
მოგმართავთ,
გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს”, – წერს მეუფე ზენონი.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – უკან დასახევი გზა არც ერთ მხარეს აღარ აქვს – არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კობახიძის რუსულ განცხადებას ემიჯნებიან