გროგორი კარასინი : ოპერატიულად მიმდინარეობს ევროპიდან მძიმე ტექნიკის გადასროლა საქართველოში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს პრინციპული განსხვავება რეგიონში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიმდინარე ორმხრივი დიალოგის ფორმატი არ ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს.


კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველო, ნაცვლად კეთილმეზობლური დიალოგის დამყარებისა, კვლავაც ოკუპირებულ რეგიონებად მოიხსენიებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. „ ამ აბსურდულ თეზისს ქართული მხარე იყენებს ნატოსთან დაახლოების არგუმენტად. სამწუხაროა, რომ ამ საკითხში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია არ განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმის პოზიციისგან. უფრო მეტიც, ბოლო დროს ნატოს და საქართველოს თანამშრომლობა ისეთ ფორმას იღებს, რომ საქართველოს ფაქტიურად ხდის ნატოს პოლიტიკის მონაწილედ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის „შეკავებას“. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ გაიმართა ალიანსის მაშტაბური სამხედრო წვრთნები“, – თქვა კარასინმა.
მან აღნიშნა, რომ უკვე მეორე წელია, რაც ოპერატიულად მიმდინარეობს ევროპიდან მძიმე ტექნიკის გადასროლა საქართველოში, ხოლო ამასწინათ თბილისში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულმა დეკლარაციამ ცხადყო, რომ ნატოს მტკიცედ აქვს დაგეგმილი სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება.

banner
წინა სტატიაშიირანმა ISIS-ს ლიდერის გარდაცვალება დაადასტურა
შემდეგი სტატიაოსებმა 3 დაკავებული ქართველი გაანთავისუფლეს