გრიპის ვირუსის გამო სწავლა კიდევ რამდენიმე სკოლაში შეწყდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვისურის გამო სწავლა შეწყდა, გაიზარდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ჩამონათვალს კიდევ 15 სკოლა დაემატა. დღეისათვის ასეთი სულ 282 სკოლაა.

„გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება. სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს სამინისტრო კვლავ განახორიცელებს. სკოლებს კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.

რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელი შესაძლოა გამკაცრდეს
შემდეგი სტატია„სპეცუბნები გაუქმდება” – თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა