გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს ქვეყანაში, მაგრამ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს

ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპისა და მისი მსგავსი სხვა ვირუსებისგან თავის დასაცავად, მისი რეკომენდაციაა, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება.

„დავადებათა კონტროლის ცენტრს გრიპის ვირუსზე მეთვალყურეობის სერიოზული ქსელი აქვს. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს ქვეყანაში, მაგრამ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა რესპირატორულ დაავადებებს. იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს უკეთესად დაცული, ჩვენი რეკომენდაციაა, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, 15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა და მისი რეკომენდაციაა, გრიპის ვირუსისგან დასაცავად, განსაკუთრებით ბავშვებმა, ხელები ხშირად დაიბანონ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ სარჩელებზე განჩინება მიიღო
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა