გრიგორი კარასინსა და დავით დონდუას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში, რომლის თანახმადაც მხარეებმა გალში უახლოეს მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილეს.

“გრიგორი კარასინი მიესალმება ამ მხრივ თბილისსა და სოხუმს შორის მიღწეულ შეთანხმებას. რუსულმა მხარემ დაადასტურა შეხვედრის წარმატებულად ჩატარების დაინტერესება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართება

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში წმინდა სინოდი იკრიბება
შემდეგი სტატია26 მაისს, თავისუფლების მოედანზე, ამერიკული სამხედრო ტექნიკაც იქნება წარმოდგენილი