გრიგორი კარასინს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფახალაძე გრიგორი კარასინის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც რუსი დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ არ არის მზად რუსეთთან დიპლომატიური ნაბიჯები აღადგინოს.
,, თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, საქართველოს ხელისუფლება, ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომლებიც მაგალითად, გუშინ გადაიდგა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მცოცავი ოკუპაციის და ფარული ანექსიის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამას შევეგებით, მაშინ ძალიან ცდება. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია და ყოველთვის იქნება მიმართული იქეთკენ, რომ საქართველოს თემატიკა, ჩვენთვის მტკივნეული საკითხები ყოველთვის მაქსიმალურად აქტიურად იყოს წამოწეული საერთაშორისო დღის წესრიგში და იმ არალეგიტიმურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მიეცეს საერთაშორისო შეფასებები. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს პოლიტიკა აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის დეოკუპაციისა და საქართველოს გამთლიანებისკენ”, – განაცხადა ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი დავით საყვარელიძეზე – ძალიან ამაზრზენია გიგი უგულავას ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე მინიშნება ამ ნარცისის მხრიდან
შემდეგი სტატიათბილისის ნაგავსაყრელზე მამაკაცის ფერფლი იპოვეს – დაკავებულია 16 წლის გოგონა