გრიგორი კარასინი უკმაყოფილოა ნატო-საქართველოს მზარდი თანამშრომლობით

26 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მიიღო სამხრეთ კავკასიაში უშიშროებისა და სტაბილურობის ჟენევის დისკუსიის წარმომადგენელი ა. ტურუნენი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი გ. ბლეჰერი.
შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, კერძოდ აფხაზეთის და ცხინავალის ზონებში, აგრეთვე ჟენევის მორიგი რაუნდის მზადების პროცესი, რომელიც ამა წლის 10 -11 ოქტომბერს გაიმართება.
რუსულმა მხარემ შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა რეგიონში ნატოს ბლოკის გააქტიურებასთან დაკავშირებით. კარასინი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ “საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება ხდება, რეგულარულად ტარდება სამხედრო სწავლებები, რომელთა მასშტაბი დღითიდღე იზრდება, ხოლო შეიარაღებულ ძალებში ინერგება ნატოს სტანდარტები”. კარასინის აზრით, ყველაფერი ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზაობა ხელი შეუწყონ ჟენევის ფორმატის დეპოლიტიზირებას კონკრეტული შედეგების მისაღებად.
ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრესსამსახური.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის მიმართ საქმის წარმოება სასამართლომ შეაჩერა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი : საარჩევნო უზურპაცია ძვირად დაუჯდება თავად “ქართულ ოცნებას”