გრიგორი კარასინი: „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული თემით კვლავ პარაზიტულ საქმიანობას ეწევა“

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული თემით კვლავ პარაზიტულ საქმიანობას ეწევა“. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინი ზურაბიშვილის მიერ ამერიკული CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ზურაბიშვილი რუსულ თემაზე კვლავ პარაზიტულ მოღვაწეობას ეწევა. ახლა ამ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს სასწაულებრივად გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები აღელვებს, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ. პრეზიდენტი ამას აფასებს, როგორც რუსეთის მზადებას სრულმასშტაბიანი ომისთვის და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩასვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამას მხოლოდ ბოდვა შეიძლება ვუწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილისშიც ესმით“, – დაწერა კარასინმა ტელეგრამ-არხზე.

გრიგორი კარასინს სალომე ზურაბიშვილი ადრეც გაუკრიტიკებია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში რუსეთიდან დიდი რაოდენობით ადამიანები ჩამოვიდნენ და ისინი მტრის ენაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ სახლში იმყოფებიან, სინამდვილეში კი საქართველოს ტერიტორიაზე არიან.

banner
წინა სტატიაშიკლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს ამ დრომდე ეძებენ
შემდეგი სტატიალუგელას ხეობის ტყის მასივში ხანძარია, ადგილზე მუშაობს 150-მდე მეხანძრე-მაშველი