
გრიგოლიამ ასევე მისი და ირაკლი რუხაძის ურთიერთობაზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, ირაკლი რუხაძე იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს იმედთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ირაკლი რუხაძე არის მთავარი სიტყვის მთქმელი. მე არ მოვყვები, რა თემებზე მქონია მასთან საუბარი და ეს თემები შეეხებოდა სწორედ ტელეკოპანია იმედს და ჩვენი მუშაობის სტილს. ბაია გადაბაძესთანაც მისაუბრია ბევრი თვით ადრე, ვიდრე საერთოდ მაესტროს სკანდალი ატყდებოდა, რომ ეს პროცესები მოხდებოდა მაესტროზე. ეს იყო ჩემი გადაცემის დახურვის დროს, მე და ბაიას ეს გავლილი გქვონდა. ეს არის ერთი დიდი გეგმა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდა ამ ქვეყანაში. ეს არის მედიაგავლენების ხელში აღების გეგმა და ამ შემთხვევაში ეს ჯგუფი, ვინც დღეს მაესტროსთვის იბრძვის, არიან ამ დიდი გეგმის ნაწილნი. გეგმა დაიწყო რეაქციის დახურვით, შემდეგ რუსთვი2-ზე შეტევით და ახლა მაესტრო,“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
https://youtu.be/bQK7eJg4xTo















