გრიგოლია: სტუდიაში შევალ, გადაცემა ლექსოს მიეძღვნება, მერე გადმოვდივართ ქუჩაში

“გაბრაზებული მედიის ქუჩაში გამოყვანა მოახერხა ამ ხელისუფლებამ, ხომ ნახეთ? სტუდიებიდან გამოგვიყვანეს. დღეს ერთადერთი დღე იქნება, როცა სტუდიაში შევალ და ეს გადაცემა ლექსოს მიეძღვნება, მერე გადმოვდივართ ქუჩაში სამუშაოდ.

ხელისუფლება, ყველა დამნაშავე პირი, ყველა პასუხისმგებელი პირი ნახავს, რა ძალა აქვს გაბრაზებულ მედიას.”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

5 ივლისს სასტიკად ცემის შემდეგ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.

banner
წინა სტატიაში“მე რასაც ვუყურე მასალას, ერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც ასევე კონტექსტიდან იყო მოჭრილი”
შემდეგი სტატიაზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს