გრიგოლეთი-ჯაპანას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 300-მდე მუშა გაიფიცა

გრიგოლეთი-ჯაპანას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 300-მდე მუშა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცა.

როგორც ისინი აცხადებენ, მშენებელი კომპანია, ჩინური “სინო ჰიდრო” მათ დღიურად 18 ლარს უხდის, რაც მათი თქმით, მხოლოდ გზაზე და საკვებზეა საკმარისი.

დღიური ანაზღაურების მომატებას გაფიცული მუშები 25 ლარამდე ითხოვენ. ანაზღაურების მომატებაზე ჩინური კომპანია უარს აცხადებს. გაფიცულმა მუშებმა კი, მშენებარე ავტობანი გადაკეტეს და სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა შეაჩერეს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებაში საგზაო დეპარტამენტიცაა ჩართული.

banner
წინა სტატიაშისოფელ პალურიდან რუსმა ე.წ.  მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაჩინეთის დასავლეთ რეგიონებში მიწისძვრა განმეორდა – დაშავებულია 32 ადამიანი