გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ

თავდასხმა ახალქალაქში – გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მამაკაცი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ინციდენტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ნიკა მელია.

,,ვაშაძის ახალქალაქის შტაბი დაარბია 30 მდე ოცნების აქტივისტმა. დარბევას ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა მარტუნ მკოიანი ( ენძელ მკოიანის ძმა – ენძელ მკოიანი გახლავთ ქართული ოცნების დეპუტატი )”-წერს ნიკა მელია

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : „ევროპული საქართველო“ ასრულებს EPP-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას და ემზადება მეორე ტურისთვის
შემდეგი სტატია„განგრეულ კაიფშია“ პირი, საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას,თქვენ გიჩნდებათ კითხვები,რატომ ისჯება ეს ყველაფერი”