გრიგოლ ვაშაძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამოუკიდებელ დეპუტატად გაწევრიანება სურს

ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაწევრიანება სურს.

შესაბამისი ცნობა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ კომიტეტში 15 წევრის ადგილი უკვე შევსებულია და ახალს ვერ მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხს საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა