გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამოვლენილ დარღვევეზე ისაუბრა

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა საგაბგებო ბრიფინგი გამართა. გრიგოლ ვაშაძემ დარღვევებზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები დაასახელა.

ვაშაძის განცხადებით, ქუათაისის 41-ე საარჩევნო უბანზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ამომრჩეველი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მითითებულ საარჩევნო უბანზე, ასევე გადასატანი ყუთის სიებში მყოფი ამომრჩევლები არ იყვნენ მონიშნული სამაგიდო სიებში, ,თითქმის ყველა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან დაფიქსირდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი კრიმინალების ერთობლივი ზეწოლა ამომრჩევლებზე.

ვაშაძემ ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

banner
წინა სტატიაში“ცესკო ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს”- საია
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდნენ