გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნო

გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები დღეს, ქალაქ ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

წლებია აქ მცხოვრები მოქალაქეების ძირითად წუხილს სასმელი წყლის არ არსებობა წარმოადგენს, მათ ყოველდღიური საჭიროებისთვის, წყლის მოსატანად რამოდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, გარდა ამისა დასახლებაში კანალიზაციის მწვავე პრობლემაა და სავალი გზის არ არსებობა. მრავალი დაპირების მიუხდავად, ხელისუფლება ამ პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გამარჯვებისთანავე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას და ყველა რესურსს დევნილების პრობლემების გადასაჭრელად.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – თალაკვაძე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს