გრიგოლ ვაშაძე: თქვენ უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით სამშობლოში დაბრუნებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მთავრობას მოუწოდებს კარგად დაფიქრდნენ და განიხილონ წინადადება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ჩვენი განამოქალაქეების სამშობლოში სრულიად უფასოდ დაბრუნებას გულისხმობს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, გაკეთდეს ერთობლივი საქმე.

“24 საათი გავიდა რაც ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე სრულიად უფასოდ დაებრუნებინა ჩვენი თანამოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

მთავრობამ ფაქტობრივად გვითხრა რომ 199 ევროიანი ბილეთი ჯობს უფასო ჩარტერულ ორ რეისს. სინამდვილეში კი ამ ადამიანებს, რომლებიც შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ თანხების გადახდის საშუალება არ აქვთ. თქვენი უარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით სამშობლოში დაბრუნებაზე. გახსოვდეთ რომ არც ერთი არგუმენტი საზოგადოების მხრისანმიღებული არ იქნება.

ეს შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია. გამოიყენეთ. ეს იქნება ერთობლივად გაკეთებული საქმე.”-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება – ეს არის განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს