გრიგოლ ვაშაძე თელავშია და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა ისე აინტერესებს, როგორც ტანზანიაში ამინდი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თელავშია და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა ისე აინტერესებს, როგორც ტანზანიაში ამინდი.

„არაფერი არ ვიცი. სალომე ზურაბიშვილი ახლა ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში ამინდი. გეგმებზე ბიჭები თათბირობენ, რადგან ორჯერ მოატყუეს. გათავდა ეს კლოუნადა, აკურთხა ივანიშვილმა ვიღაც ვითომ პრეზიდენტად, ხოდა გახსნან გზა რა. ყველაფერს ვგეგმავთ, როდესაც მეცოდინება, ყველაფერს გეტყვით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე დილიდან გურჯაანში, ველისციხესთან იმყოფებოდა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.ჰ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – ფოტო თელავიდან
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია გომბორზე იკრიბება, იქ გაკეთდება განცხადება, რას მოვიმოქმედებთ დღეს – ნიკა მელია