გრიგოლ ვაშაძე: შეუძლებელია თქმა, რა საგარეო პოლიტიკა ექნება ტრამპს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიას” დამფუძნებელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ბურუსით მოცული საარჩევნო პროგრამა აქვს.

როგორც ვაშაძემ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, ტრამპის საგარეო პოლიტიკაც გაურკვეველია.

„ 1972 წლიდან ვადევნებ თვალყურს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს და მე არ მახსოვს, რომ არჩეულ პრეზიდენტს ასეთი საიდუმლოებით და ბურუსით მოცული პროგრამა ჰქონდეს.

ფაქტიურად, შეუძლებელია თქმა, რა საგარეო პოლიტიკა ექნება ტრამპის ადმინისტრაციას, შეგვიძლია მხოლოდ ის ჩამოვთვალოთ, რასაც დაჰპირდა ამომრჩეველს. ეს არის ყველა იმ სავაჭრო შეთანხმებების გაუქმება ან ახალი მოლაპარაკების ჩატარება, რომელიც არასამართლიანად მიაჩნია, ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გადახედვა, 300 კილომეტრიანი კედლის აშენება მექსიკის საზღვართან და აშშ-დან არალეგალური ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციები”,-განაცხადა ვაშაძემ.

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად “რესპუბლიკელი” დონალდ ტრამპი აირჩიეს. მისი კონკურენტი “დემოკრატიული პარტიიდან” ჰილარი კლინტონი იყო.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე: ცოტა ფრთხილად “სამძიმრებში” ამერიკელების მიმართ
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძელოთ თანამშრომლობა