გრიგოლ ვაშაძე : შეიძლება ბიზნესმენი არ იხდიდეს გადასახადს, მაგრამ ბრძოლის მეთოდები არ არის ვიღაცის სარდაფში ჩაყვანა და გაშიშვლება

როდესაც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება მძიმე სიტუაციაში, ისინი ამისთანა მძიმე სიტუაციაში უკვე ექვსი წელია არიან, იწყება ისტერიკა, პირადი შეურაცხყოფები, გადადიან ცხრა წელზე ლაპარაკზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერებზე საქმის ყველა ფიგურანტი სასამართლოში უნდა დაიბარონ და მიაწოდონ ინფორმაცია.

„ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ, რომ შეეხვეწონ ჩხარტიშვილს, ივანიშვილს, ჩუბინიშვილს და სხვა პატივცემულ გვამებს ხელისუფლების ინფორმაცია მიაწოდონ, ოპოზიცია ითხოვს დაიკითხოს ყველა ფიგურანტი. ოპოზიციაში იმაში უნდა დაადანაშაულონ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებას და კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოში ყველა საკითხი გადაწყდეს სამართლებრივი გზით? შეიძლება ბიზნესმენი არ იხდიდეს გადასახადს მაგრამ ამასთან ბრძოლის მეთოდები არ არის ვიღაცის სარდაფში ჩაყვანა გაშიშვლება, გაუპატიურებით, დამუქრება და ა.შ”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, რაც ზაზა ოქრუაშვილმა თქვა ინტერვიუში, იტალიურ სერიალს ჰგავდა.

banner
წინა სტატიაშიარქის მფლობელმა და პარტნიორებმა სალომე ზურაბიშვილს 180000 ლარი შეწირეს
შემდეგი სტატიადაასწრონ ვანო მერაბიშვილის ოჯახის შერჩეული ექიმები კონსილიუმს – ყოფილი პრემიერის ადვოკატი ამბობს, რომ მერაბიშვილს არ მკურნალობენ