გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში, პოლიტიკური მოვლენიდან პოლიტიკურ მოვლენამდე დასტურდება, რომ საზოგადოება “უმწიფარია”

ქართველები აღარ უნდა მივრბოდეთ ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და მათ ხელმძღვანელებს ვეხვეწებოდეთ, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ, რადგან ველურები ვართ და ერთმანეთს ვეღარ ველაპარაკებით, ეს კატასტროფაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

„ხალხი პოლიტიკური ქვიშის ორმოდან რომ ამოვიდეს, რეგიონებში გავიდეს და უბრალოდ სახლები ჩამოიაროს, ნახავს მამებს, რომლებიც პოლონეთში მშენებლობაზე 300 ლარად მუშაობენ, დედებს, რომლებიც იტალია-საბერძნეთში მოხუცებს უვლიან და ახალგაზრდებს, რომლებიც თურქეთში ჩაისა და თხილის პლანტაციებში მუშაობენ და ეს შემოსავალიც კი წაერთვათ. მიხვდებიან, რომ ამ სიტუაციიდან ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ რაღაცნაირად უნდა მოვნახოთ გამოსავალი და ქართველები აღარ უნდა მივრბოდეთ ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და მათ ხელმძღვანელებს ვეხვეწებოდეთ, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ, რადგან ველურები ვართ და ერთმანეთს ვეღარ ველაპარაკებით. ეს კატასტროფაა, სასოწარკვეთაა – საქართველოს მოქალაქეში, ჩვენს მთავარ მოკავშირეებსა და იმაში, რაც საქართველოს მოქალაქეს პერსპექტივაში ქვეყნის მომავალი წარმოუდგენია“,- აღნიშნა ვაშაძემ.

„დეტალებში არ მინდა შესვლა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა. დავკარგეთ ეს დრო, ჩაიშალა“. ვაშაძის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებსა და მოკავშირეებში სასოწარკვეთაა.

„აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ, რადგან ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, ეს უკვე კატასტროფაა. სასოწარკვეთაა საქართველოს მოქალაქეში, სასოწარკვეთა არის ჩვენ მთავარ მოკავშირეებში და სასოწარკვეთაა არის პერსპექტივაში, რაც მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენია“,- განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ეტაპზე გამოსავალი არის აქციების გაგრძელება და დიალოგი.

ვაშაძემ განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გავრცელდა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით მისი განცხადება, სადაც ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ჩავთვალე, რომ დაწერილის გავრცელება უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ბრიფინგის მოწყობა. საერთოდ, ეს დარჩეს დოკუმენტად.

რაც შეეხება შინაარსს, საქართველოში ის რუტინული, ჰიგიენური პროცედურა, რომელსაც არჩევნები ჰქვია, მერამდენედ მთავრდება სრული კატაკლიზმით? ეს კატაკლიზმები მთავარ მოკავშირეებსა და საქართველოს მოქალაქეებს სასოწარკვეთაში აგდებს, ნაბიჯ-ნაბიჯ გვაშორებს მთავარ მიზნებს, რომლის გარეშეც ჩვენი სახელმწიფოს არსებობა უახლოეს მომავალში შეიძლება, ძალიან პრობლემატური გახდეს. შეიძლება კი არა, პრობლემატური გახდება. ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე ვსაუბრობ. ადამიანს სპეციალური განათლება არ სჭირდება, რომ გაიგოს, რა მოხდა ჩვენს რეგიონში. საქართველოს მოქალაქეს არც იმის ახსნა-განმარტება სჭირდება, რომ ერთდროულად ვიმყოფებით ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ კრიზისში, რომელსაც კიდევ გამანადგურებელი მსოფლიო ეპიდემია დაერთო. კატაკლიზმაში იგულისხმება არჩევნების გაყალბება და ის, რომ მთლიანად აფეთქებულია საქართველოს მოქალაქის რწმენა არჩევნებში, დემოკრატიასა და პოლიტიკურ კლასში“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე:სასარგებლოა იზოლაციასა და დეპრესიაში ყოფნა იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და იმ ხალხის და იმ ახალი თაობის გვერდით ვდგავართ, ვინც საკუთარი ხმის დაბრუნებას ითხოვს