გრიგოლ ვაშაძე საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი იქნება – გიორგი ვაშაძე

„მინდა, თითოეულ მოქალაქეს მივმართო, გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ შუღლზე, ბოღმაზე და ერთიანი ძალებით გავიმარჯვოთ,“ – ეს განცხადება ძალა ერთობაშიას წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ, გააკეთა.

მან ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატზე – გრიგოლ ვაშაძეზე, ისაუბრა და მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ გამარჯვების დღეა. გამარჯვებაა იმიტომ, რომ ასეთი განსხვავებული ადამიანები დგანან ერთად, ამდენი განსხვავებული ღირებულების და ხედვების მქონე პოლიტიკური პარტიები დგანან ერთად. ჩვენ საერთო იდეა გვაერთიანებს – გვინდა ძლიერი, თავისუფალი საქართველო, რომ მომავლში ლიდერთა შორის აუცილებლად იქნება. ყველაზე დიდი გამარჯვება ოქტომბერში გველოდება იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი კანდიდატი გვყავს გრიგოლ ვაშაძის სახით. ის საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი იქნება,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციურმა გაერთიანებამ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ან იმართება დემოკრატიულად ან საერთოდ არ იმართება – გრიგოლ ვაშაძის პირველი მიმართვა ამომრჩეველს
შემდეგი სტატია“მომწონს საქართველოში ყოფნა” – რობოტი სოფია საქართველოშია