გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტინზე ენმ-ს სახელით დარეგისტრირდება – ვაშაძე ცესკოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

„ცესკო პირდაპირ ასრულებს „ქართული ოცნების“ უკანონო დავალებას” – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საარჩევნო ბიულეტინებში გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატად აღარ იქნება დაფიქსირებული.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკანონო გადაწყვეტილებით, გრიგოლ ვაშაძეს ბიულეტინებში დაარეგისტრირებენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს რომ გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლა ქართულ ოცნებასთან ისე წარმოაჩინოს, როგორც ორი პარტიის ბრძოლა. ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„მაგალითად 6 შუალედურ არჩევნებში,ექვს ოლქში ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”-ს სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატზე რომ დაწერილიყო იგივე სახელი ამაზე უარი გვითხრა ცესკომ.

აბსურდი მიდის იქამდე, რომ ცესკოს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ჩვენს მოთხოვნა და ყველა დანარჩენმა წევრმა რომელსაც აკონტროლებს „ქართული ოცნება“ უარი თქვა ამ ყველაფერზე.

მინდა მივმართო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ ასეთი ხრიკები ვერ გამოგადგებათ და ვერ გიშველით. მესმის რომ თქვენი მცდელობაა დეზორიენტირება მოახდინოთ ჩვენი ამომრჩევლის, მესმის რომ ეს გაერთიანება გაშინებთ , იმიტომ რომ მასში შედის 11 პოლიტიკური ძალა“-ამბობს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენის შვილის გატაცება – ორი დაკავებული ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის“ პრინციპით იწყება