გრიგოლ ვაშაძე : რა ბარიკადებია, ჩემო სიცოცხლე, მიატრიალეთ კამერა და შეხედეთ, კურდღელი გადაახტება

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 17, 2019 22:57

გრიგოლ ვაშაძე : რა ბარიკადებია, ჩემო სიცოცხლე, მიატრიალეთ კამერა და შეხედეთ, კურდღელი გადაახტება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ახსნა, თუ რატომ შეიტანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშით სავსე ტომრები. მისი თქმით, არანაირი ძალადობისთვის არ ემზადებიან.

„არავითარი ძალადობისთვის არ ვემზადებით, გეყოფათ ბოდვის მოსმენა. ძალადობა ის არის, რასაც აკეთებენ საზოგადოებაზე – იატაკზე ხომ არ დასხდებიან ქალები, არა?! დავჯდებით იქ პერიოდულად“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მედიის კითხვაზე, არის თუ რა ქვიშის ტომრებით და სამშენებლო მასალით გზის გადაკეტვა ბარიკადების აღმართვა, მან განაცხადა: „რა ბარიკადებია, ჩემო სიცოცხლე, მიატრიალე კამერა და შეხედე, კურდღელი გადაახტება. ბარიკადები არა, ციხესიმაგრე“.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებულ პარლამენტის პიკეტირებაზეც.

„გაცხადებულია ყველაფერი, ვერ შევლენ დეპუტატები. ის, რაც შენობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, კი ბატონო – სამოქალაქო პირები, ნორმალური ადამიანები, დამლაგებლები, რაც სჭირდება ამ შენობას, კი ბატონო. დეპუტატები აქ ვერ შევლენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 17, 2019 22:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics