გრიგოლ ვაშაძე – ქვეყანა იმართება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ, რომელიც ძარცვავს ხალხს და ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების გაშენება უნდა

გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობის “ძალა ერათობაშია” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა და მოძრაობის ხედვები გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქვეყანა იმართება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ, რომელიც ძარცვავს ხალხს და ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების გაშენება უნდა.

„28 ოქტომბრიდან დაიწყება ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი და ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, სადაც გაერთიანებული იქნებიან არა პოლიტიკური ან ნათესაური ნიშნით.

არჩევნების შემდეგ გაუქმდება პოლიტიკური პოლიცია, სასამარლო იქნება თავისუფალი, ადამიანის უფლებები და ინტერესები იქნება დაცული. სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული მოსახლეობაზე და არა ჩინოვნიკებზე“, – აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – უკვე მეორე ექსპერტიზა ადგენს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრების ჩანაწერები ავთენტური არ არის
შემდეგი სტატიათბილისობის დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება