გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ნიკეს დასახლებაში, მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ქუთაისში, ნიკეს დასახლებაში, მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

დევნილების მთავარი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

დევნილი მოსახლეობის განცხადებით, მათ გაზი არ აქვთ. ამ პრობლემების მოგვარებას კი ენმ-ის მერობის კანდიდატი დაჰპირდა.

„ხუთი წელიწადია, ნაბიჯი არ გადაუდგია საქართველოს იმისთვის, რომ უკიდურეს სიღატაკეში, სიდუხჭირესა და სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობისთვის რაღაც გაეკეთებინა,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს